მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს ზეიმობს

24-12-2024, 19:13 - 2024
840
       

25 დეკემბერს ქრისტეშობას 11 ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:
 

  1. კონსტანტინოპოლის
  2. ალექსანდრიის
  3. ანტიოქიის
  4. საბერძნეთის
  5. კვიპროსის
  6. რუმინეთის
  7. ბულგარეთის
  8. ალბანეთის
  9. ჩეხეთ-სლოვაკეთისა
  10. ამერიკის
  11. უკრაინის
 
7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
  1. იერუსალიმის
  2. რუსეთის
  3. საქართველოს
  4. სერბეთის
  5. პოლონეთის
 
უკრაინის ეკლესიამ 25 დეკემბერს შობა პირველად გასულ წელს აღნიშნა.
 
11 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს „ახალი კალენდარული სტილით“ (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - „ძველი კალენდარული სტილით“ (იულიუსის კალენდარი).
 
ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ხუთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
 
25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია არ არის აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მას აღიარებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები