უკრაინამ ვრემოვსკის მიმართულებით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა

უკრაინამ ვრემოვსკის მიმართულებით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა

24-12-2024, 18:38 - 2024
779
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვრემოვსკის მიმართულებით რუსული ჯავშანტექნიკის კოლონა გაანადგურა.
 
ინფორმაციას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფი „ტავრია“ ავრცელებს.
 

„ამ დღეებში, ახალი კომარას მახლობლად ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს უკრაინელების ჯავშანტექნიკაზე და პოზიციებზე. ასეთ თავხედურ თავდასხმებს პერიოდულად ახორციელებენ, ამიტომ ჩვენ სამხედროებს ჰქონდათ დრო შესაბამისი სქემა ჩამოეყალიბათ“, - წერია „ტავრიას“ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინელებმა თავდასხმის დროს გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და გაანადგურეს როგორც ოკუპანტების ტექნიკა, ისე სამხედროებიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები