საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

27-01-2022, 22:19 - 2022
687
       

„უკრაინას ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ მივიღებს კრიტიკას ვერც ვერანაირი ექსპერტისგან და ვერც ოპონენტებისგან.

„ვინ გვაკრიტიკებს? გაგიგიათ ერთი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების? ცდილობენ შექმნან ნარატივი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები.

თავად არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ეს არის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური.

უკრაინას ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას ვერც ვერანაირი ექსპერტისგან და ვერც ჩვენი ოპონენტებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები