სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ატალანტასთან“ 2:3 დამარცხდა.
გოგლიჩიძე უმეტესად ლუკმანს მეურვეობდა, ნიგერიელი 70-ე წუთზე მწვრთნელმა გასპერინიმ სამარჯიჩით შეცვალა. მე-80 წუთზე საბა მეორე სართულზე ბურთზე ბრძოლაში თანაგუნდელ ისმაილისთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა. ცოტა ხანში კეტელარემ დუბლი შეასრულა და „ატალანტას“ გამარჯვება მოუპოვა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 6.8, Sofascore 6.7, Whoscored 6.6.
„ატალანტა“ 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 2 ქულით უსწრებს და 28 დეკემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება. „ემპოლი“ 19 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და იმავე დღეს „ჯენოას“ მიიღებს.
წყარო: Sportall.ge