ბრიტანეთმა საქართველოს ხუთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

ბრიტანეთმა საქართველოს ხუთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

19-12-2024, 18:01 - 2024
1 389
       

გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ე.წ. მთავრობის ხუთი მაღალჩინოსანი დაასანქცირა.
 
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები შეეხო შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გდდ-ის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს(ხარებას), მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, სულხან თამაზაშვილს.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ განაცხადა:
 

„მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებებზე. ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელი პირები დასჯილები იყვნენ. სანქციები მოიცავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას“.
 

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები შეერთებულ შტატებთან კოორდინაციის შემდეგ გამოსცა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები