აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინმა აირჩია ომი და ამისთვის მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს.
„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.