პუტინი: მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ

პუტინი: მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ

19-12-2024, 17:45 - 2024
2 642
       

„მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
ამასთან, პუტინის განცხადებით, წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის მზად არიან, „მაგრამ იმის საფუძველზე, რაზეც 2022 წლის ბოლოს სტამბოლში შევთანხმდით და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ადგილზეა“.
 
„ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ.
ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს.
წინაპირობები არ გვაქვს. წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ იმის საფუძველზე, რაზეც 2022 წლის ბოლოს სტამბოლში შევთანხმდით და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ადგილზეა.
რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო ვხდებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები