„ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესტონეთმა დაასანქცირა მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სანქცირებულ მოსამართლეებს ასაჯაროებს.
ესენი არიან:
კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა.
შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.