შეჭრა დაიწყო კიევზე სარაკეტო თავდასხმებით, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
CNN-ის ინფორმაციით, გერაშჩენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ კიევსა და ხარკოვში იბომბება საკონტროლო პუნქტები, როგორიცაა აეროდრომები და სამხედრო შტაბები, საზღვრის გასწვრივ კი საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.