პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიომ ვლადიმერ პუტინი უნდა შეაჩეროს.
„თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა დაიცავს თავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. მოქმედების დრო ახლავეა“, - წერს კულება „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.