აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთი მომდევნო 48 საათის განმავლობაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება.
ამის შესახებ Newsweek ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
უკრაინული მედიის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჰაერო დამკვირვებლებმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს.
მედიის ინფორმაციით, ოთხშაბათს დილით სავარაუდოდ, რუსულის სადაზვერვო თვითმფრინავმა უკრაინის თავზე მოკლე ფრენა განახორციელა. წყარომ დასძინა, რომ ასეთი გაფრთხილება კიევს თვეში მესამედ გაეგზავნა.