"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა" | პატელის

"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა" | პატელის

4-12-2024, 00:11 - 2024
2 409
       

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, გმობს.

როგორც პატელმა აღნიშნა, აშშ ჟურნალისტებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციით, შეშფოთებულია.

არ ვაპირებ, წინასწარ განვიხილო ან ვივარაუდო რაიმე ქმედებები, რასაც აშშ-მა შესაძლოა, მიმართოს ან არ მიმართოს.

"ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას საქართველოში იმ მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. აშშ ღრმად შეშფოთებულია ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციით, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია.
კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები", - განაცხადა, პატელმა.



       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები