მუქარა კრემლიდან აქციის მონაწილეებსა და პრეზიდენტს | განცხადება

მუქარა კრემლიდან აქციის მონაწილეებსა და პრეზიდენტს | განცხადება

2-12-2024, 01:23 - 2024
2 561
       

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
 
მისი განცხადებით, საქართველო უფსკრულისკენ მიემართება და ეს ცუდად დასრულდება ქართველი ხალხისთვის.
 

„საქართველოში მცდელობაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოაწყონ „ფერადი რევოლუცია“. ზოგი ადამიანი ქუჩაში ყვირის, გარშემო ყველაფერს ლეწავს და ცეცხლს უკიდებს. მეორე მხარე ჩუმადაა. საქართველოს ვადაგასული „პრეზიდენტი“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგი მოსწავლე, გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ იგი თავის სკამს არ დათმობს, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ასეთი რაღაცებისთვის ადრე ხალხს განათების ბოძებზე კიდებდნენ. ახლა ჰუმანური დროა. ესეც ჩაივლის. ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩაძირონ სამოქალაქო დაპირისპირებების უფსკრულში, აიძულონ იგი, არჩევანი გააკეთოს, ერთი მხრივ, თავხედურ ევროკავშირს, NATO-სა და პინდოსტანს (აშშ-ს) და, მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება“, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები