რუსი პროპაგანდისტები სამხედროებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Insider ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან ტელეწამყვანი და სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი და RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.
სანქციები ასევე შეეხებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას, თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, სახელმწიფო სათათბიროს ყველა დეპუტატს, Rossiya Bank (ცნობილია როგორც პუტინის მეგობრების ბანკს), VEB, Promsvyazbank და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
ყველა მათგანს ევროკავშირში შესვლა აეკრძალება და მათი აქტივები ევროპაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიყინება. სანქციების სიები უკვე შეთანხმებულია ქვეყნებს შორის, ისინი ოფიციალურად და საბოლოოდ მიიღება 23 თებერვალს 11:00 საათზე.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 23 თებერვალს, ევროკავშირი გამოაქვეყნებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სიას, რომელზეც შეთანხმებულია წევრი 27-ვე ქვეყანა, რომელთა წინააღმდეგაც დაწესებულია სანქციები უკრაინაში ახალ შეჭრასთან დაკავშირებით.