კრემლი - სანქციებს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე

კრემლი - სანქციებს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე

23-02-2022, 17:58 - 2022
719
       

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტს არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს.

სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სანქციებს არ შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რუსეთის გადაწყვეტილებაზე, დაიცვას „ინტერესები“.

„მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების შეფერხების მიზნით გაწეული ძალისხმევის აშკარა უშედეგო იყო, შეერთებული შტატები კვლავ რეფლექსურად იყენებს შემაკავებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც არაეფექტური და კონტრპროდუქტიულია ამერიკული ინტერესების თვალსაზრისით.

რუსეთმა დაამტკიცა, რომ სანქციების ყველა ხარჯით, შეუძლია ზიანის მინიმუმამდე შემცირება. და კიდევ უფრო მეტიც, სანქციების ზეწოლას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებაზე, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, -
აცხადებენ კრემლში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები