ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.
„ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს - ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა. ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან“,- დაწერა მეთიუ მილერმა.