ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებსაც აშშ სანქციებს უწესებს

ვინ არიან პუტინის ელიტის წევრები, რომლებსაც აშშ სანქციებს უწესებს

23-02-2022, 16:58 - 2022
651
       

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაახლოებული რუსული ელიტის ოჯახის წევრებიც. კერძოდ, სიაში შედის „ვითიბი ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, დენის ბორტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი; „პრომსვიაზბანკის“ ხელმძღვანელი,  პეტრ ფრადკოვი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, მიხაილ ფრადკოვის შვილი; ვლადიმირ კირიენკო, „ვკონტაკტეს“ აღმასრულებელი დირექტორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილი. როგორც ცნობილია, სერგეი კირიენკო რუსეთში ყველა საშინაო პოლიტიკის ე.წ. კურატორია. 

ამასთანავე, სანქციების ქვეშ მოექცა „ვნეშეკონომბანკი“ და „პრომსვიაზბანკი“. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, „ვნეშეკონომბანკი“ რუსეთში ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს, „პრომსვიაზბანკი“ კი თავდაცვის სექტორს აფინანსებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები