ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

ბულგარეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

29-11-2024, 14:08 - 2024
425
       

საქართველოს ელჩი ბულგარეთში თანამდებობიდან გადადგა.


ოთარ ბერძენიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. 

მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება ოფიციალურად დაწერა. 

ბერძენიშვილმა მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა. 

„ამ საჯარო განცხადებით, მე ვაცხადებ რომ, ოფიციალურად წარვადგინე განცხადება ბულგარეთში საქართველოს ელჩობის თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი ხანგრძლივი დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში (ორ დეკადაზე მეტი) მე ჩემს კოლეგებთან ერთად აქტიურად ვცდილობდი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინ წაყვანასა და ძლიერი და სანდო სტრატეგიული პარტნიორობის შენებას ჩვენს მეგობრებთან, განსაკუთრებით კი ამერიკასთან. ჩვენი დაუღალავ ძალისხმევას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეცალოს საფუძველი. არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა“, - წერს ბერძენიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები