უკრაინელი დეპუტატი რუსეთს - მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მოგიწყობთ

უკრაინელი დეპუტატი რუსეთს - მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მოგიწყობთ

23-02-2022, 15:34 - 2022
1 047
       

„მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდება, ყვავილებით არავინ გელოდებათ, აქ ჯაველინებითა და იარაღით გელოდებით“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.

უკრაინელი დეპუტატი მიმართავს რუსეთს, რომ უკრაინაში შესვლის შემთხვევაში, ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

„პუტინმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ერს არ ცნობს. ის თვლის, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და მიწასთან გასწორებას გვპირდება. გუშინ კრემლის დიქტატორისგან კიდევ ერთი ულტიმატუმი მოვისმინეთ. ყირიმი ვაღიაროთ და დემილიტარიზაცია გამოვაცხადოთ და მერე გვპირდება, რომ ყველაფერს გვიზამს, რაც მოუნდება. ჩვენ მის ულტიმატუმს არასდროს დათანხმდებით, ჩვენ სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ. მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდება, კიევში, ოდესაში, მარიონოპოლსა თუ ხარკოვში ყვავილებით არავინ გელოდებათ, აქ ჯაველინებითა და იარაღით გელოდებით, თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ, გპირდებით, რომ აქედან ვერ გააღწევთ. მოგესალმებით იმ ჯოჯოხეთში რომელსაც მოგიწყობთ. ეს თქვენი მიწა არ არის და არც არასდროს იქნება“, - განაცხადა ოლესქეი გონჩარენკომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები