კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობები აეკრძალათ.
გარდა ამისა, კანადელებს რუსეთის სუვერენულ ვალთან გარიგებებში მონაწილეობაც ეკრძალებათ. კანადა დამატებით სანქციებს უწესებს მთავრობასთან დაკავშირებულ ორ რუსულ ბანკს, რომელთანაც ტრანზაქციებს აკრძალავს.
გარდა ამისა, სანქციები უწესდებათ რუს დეპუტატებს, რომლებმაც სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს.