უკრაინა თავის მოქალაქეებს - სასწრაფოდ დატოვეთ რუსეთი

უკრაინა თავის მოქალაქეებს - სასწრაფოდ დატოვეთ რუსეთი

23-02-2022, 13:15 - 2022
741
       

უკრაინამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, არ გაემგზავრონ რუსეთში და გააფრთხილა ყველა იქ მყოფი უკრაინელი, რომ სასწრაფოდ დატოვონ ქვეყანა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსული აგრესიის გაძლიერება უკრაინის წინააღმდეგ“ ნიშნავს, რომ უკრაინა საკონსულო დახმარების შეთავაზებას რუსეთში მყოფი უკრაინელებისთვის ვერ შეძლებს.

BBC წერს, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება შეეხოს უკრაინის რამდენიმე მილიონ მოქალაქეს, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთში ცხოვრობენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები