უკრაინამ რუსეთის ტერიტორიებს ATACMS-ის რაკეტებით შეუტია

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიებს ATACMS-ის რაკეტებით შეუტია

20-11-2024, 08:50 - 2024
881
       

უკრაინამ ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა.
 
ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა ATACMS-ის 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს ATACMS-ის ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები