ლექსო ლაშქარავაზე მოძალადე, დავით კუტალაძე და მისი დაჯგუფება ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

ლექსო ლაშქარავაზე მოძალადე, დავით კუტალაძე და მისი დაჯგუფება ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

16-11-2024, 14:29 - 2024
3 559

ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული დაჯგუფების წევრი დავით კუტალაძე სხვა მოძალადეებთან ერთად ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.


კუტალაძე „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე ძალადობის, დევნისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო იხდიდა სასჯელს. 

2021 წლის 5 ივლისს, დავით კუტალაძემ „სირცხვილიას“ ოფისში „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

2022 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე დაკავებულ 6 მსჯავრდებულს ბრალი შეუმცირა. მოსამართლე მაია თეთრაულმა მსჯავრდებულებს - დავით კუტალაძეს, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს - სასჯელი 1 წლით შეუმცირა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა