ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ელჩებს დაიბარეს, რათა ვლადიმერ პუტინის ქმედებების წინააღმდეგ თავისი წინადადებები გაეცნოთ.
როგორც BBC წერს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა თქვა, რომ მისი მთავრობა ჯერ არ დგამს ნაბიჯს რუსეთის ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ამ ვარიანტს სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად განიხილავს.
ცნობისთვის, ელჩის გაძევება საგარეო დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა.