ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის პროვინციები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის პროვინციები დაბომბა

9-11-2024, 14:22 - 2024
648
       

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში ალეპოსა და იდლიბის პროვინციები დაბომბა.
 
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჯარისკაცი დაშავდა.
 
გავრცელებული ცნობით, ალეპოსა და იდლიბის გარეუბნებზე ისრაელის სამხედრო ავიაციამ იერიში ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიიდან მიიტანა. ვრცელდება ინფორმაცია მატერიალური ზარალის შესახებ.
 
ისრაელი რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს სირიის ობიექტებზე და აცხადებს, რომ სამიზნე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები და სამხედრო ტვირთებია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები