აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენამ დონალდრ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყარომ, ასევე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
„პრეზიდეტმა ბაიდენმა გამოხატა თავისი მზადყოფნა უზრუნველყოს [ძალაუფლების] მშვიდად გადაცემა და ხაზი გაუსვა ქვეყნის გასაერთიანებლად მუშაობის მნიშვნელობას. მან, ასევე, მიიწვია პრეზიდენტად არჩეული ტრამპი თეთრ სახლში მასთან შესახვედრად. პერსონალი უახლოეს მომავალში მოახდენს ზუსტ თარიღზე კოორდინაციას“, - განაცხადა წყარომ.
თეთრის სახლის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ესაუბრა და „ვიცე-პრეზიდენტს მისი ისტორიული კამპანია მიულოცა“.