რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ჯერ კიდევ მზადაა დასავლეთთან „დიპლომატიური გადაწყვეტილებების“ მოსაძებნად უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
როგორც BBC წერს, პუტინი ვიდეომიმართვაში ამტკიცებს, რომ რუსეთის ყოველთვის ღია იყო „პატიოსანი დიალოგისთვის“. მედიის ცნობით, მან რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა შეაქო.
ცნობისთვის, ამ დრომდე რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებთან რჩებიან. აშშ-ს კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია Maxar-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სატელიტურმა სურათებმა დასავლეთ რუსეთში რამდენიმე ახალი აღჭურვილობა და ბელორუსის აეროდრომზე, უკრაინის საზღვართან ახლოს 100-ზე მეტი მანქანა დააფიქსირა.