მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

3-11-2024, 09:58 - 2024
1 687
       

დღეს, 3 ნოემბერს მოლდოვაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებიან, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით.
 
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ - 25,98%.
 
3 ნოემბრის არჩევნებისთვის გაიხსნა 2 218 საარჩევნო უბანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ხმის მიცემის უფლების მქონე 3,3 მილიონამდე მოქალაქე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები