მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა.
ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს.
მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით „შორის“ პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის „გამარჯვებას“ მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა.
როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი „გამარჯვება“ მოლდოვის მოქალაქეებს არეკრუტირებენ და სახსრებს სთავაზობენ „ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ“ ხმის სანაცვლოდ.
ჩხრეკების შედეგად, სხვა ყველაფერთან ერთად, ამოღებულ იქნა სამუშაო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია „ევრაზიასთან“, მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული „პრომსვიაზბანკის“ აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ.