იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ემზადება

23-02-2022, 10:35 - 2022
903
       

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე მისი ქმედებების გამო, სანქციებს აწესებს. პრემიერის განცხადებით, სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იაპონიამ გადაწყვიტა თავის ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აკრძალოს, ასევე, ზოგიერთი რუსის აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შესაძლებლობა შეზღუდოს.

როგორც ფუმიო კიშიდამ აღნიშნა, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ვითარება საკმაოდ დაძაბული რჩება და იაპონური მხარე გააგრძელებს მის მჭიდრო მონიტორინგს.

„რუსეთის ქმედებები აშკარად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ქმედებებს და მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ დისკუსიებს“, - განაცხადა პრემიერმა ფუმიო კიშიდამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები