რუს ჟურნალისტზე, რომელიც თბილისში არჩევნებს აშუქებდა, აშშ-ს 2016 წლიდან ძებნა აქვს გამოცხადებული

რუს ჟურნალისტზე, რომელიც თბილისში არჩევნებს აშუქებდა, აშშ-ს 2016 წლიდან ძებნა აქვს გამოცხადებული

1-11-2024, 15:26 - 2024
745
       

რუს ჟურნალისტზე, რომელიც თბილისში არჩევნებს აშუქებდა, აშშ-ს 2016 წლიდან ძებნა აქვს გამოცხადებული.
 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე იძებნება ინფორმაცია, რომ 2023 წლის აგვისტოში ალან გაგლოევი ტელეკომპანია სანქტ-პეტერბურგის დამფუძნებელს, ალექსანდრ მალკევიჩს შეხვდა. ასევე ინტერნეტ სივრცეში იძებნება მალკევიჩის ფოტოები, რომლებზეც ჩანს რომ ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
 
როგორც რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.
 
სულ მცირე 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენედა თავის კომპანიას - ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რათა ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები