დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულება აღნიშნავს, რუსეთის ბოლო მოქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს.
„მსოფლიომ უნდა უპასუხოს მთელი თავისი ეკონომიკური ძალით, რათა დაისაჯოს რუსეთი იმ დანაშაულებისთვის, რაც მან უკვე ჩაიდინა და რომლის ჩადენასაც გეგმავს. დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე და დაარტყით მას ძლიერად. ის რაც პუტინმა აღიარა, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ ომზე და არა გაუმართლებელ ომზე ევროპის სხვა სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ. პუტინი ბოლო მოქმედებებით თავს ესხმის მსოფლიო წესრიგს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.