დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ესპანეთიდან

დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა - ბოლო ცნობები ესპანეთიდან

31-10-2024, 20:43 - 2024
521
       

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვალენსია დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები.

დატბორილია ათობით მუნიციპალიტეტი.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ერთი წლის ნორმა ნალექი მხოლოდ 8 საათში მოვიდა. ეს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ესპანეთში ყველაზე კატასტროფული წყალდიდობაა.

ამ დრომდე მიმდინარეობს 24-საათიანი რეჟიმში დაკარგული მოქალაქეების ძებნა.

როგორც, ადგილობრივი მედია ავრცელებს ამ დროისთვის 155 ადამიანის სიკვდილი ოფიციალურად დასტურდება.

სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები