ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე მიიჩნევს, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, სკოლების დახურვას აზრი არ აქვს.
მანვე ისაუბრა ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ „ჯანმრთელ ბავშვებში ის მსუბუქად მიმდინარეობს და ოჯახის პირობებში შეიძლება მართვა“.
„17 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო მეტია დადასტურებულია. იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში ერთს დაუფიქსირდება, როგორც წესი, სხვები ტესტებს არ იკეთებენ. აზრი არ აქვს სკოლების დახურვას, იმიტომ, რომ უკვე ისეთი გავრცელებაა, რომ სკოლების დაკეტვა ამ ბავშვების კიდევ ერთხელ პროცესიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის პირობებში შეიძლება ამის მართვა“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა.