დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სანქციები დაუწესდა შემდეგ ბანკებს - Rossiya, IS Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank.
მედიის ცნობით, სანქციები დაუწესდა კიდევ სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგსა და იგორ როტენბერგს.
„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ დიდ ბრიტანეთში, გაიყინება, სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა და ჩვენ გაერთიანებული სამეფოს ყველა ფიზიკურ პირსა და სუბიექტს მათთან რაიმე სახის ურთიერთობას ავუკრძალავთ“, - თქვა პრემიერმა ბორის ჯონსონმა.