დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინგლისი ელჩს მოლაპარაკებისთვის მას შემდეგ იბარებს, რაც ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ლუგანსკისა და დონეცკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.
„დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა რუსეთის ელჩი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბორის ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
BBC წერს, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა თქვა, რომ ლონდონი მიზანმიმართული სანქციებით „ძალიან ძლიერად დაარტყამს რუსეთს“.