კრემლი - კიევის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა სიტუაციას გააუარესებს

კრემლი - კიევის მიერ მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა სიტუაციას გააუარესებს

22-02-2022, 16:18 - 2022
504
       

კრემლის განცხადებით, რუსეთი ღიაა უკრაინასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიური კონტაქტისთვის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, კიევის მოსკოვთან ურთიერთობების გაწყვეტა არსებულ სიტუაციას უფრო გააუარესებს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ განიხილავს მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.

კრემლის სპიკერმა, პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ შეუძლია თქვას, შევიდნენ თუ არა რუსული ძალები ლუგანსკსა და დონეცკში.

მისი თქმით, ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები