უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განიხილავენ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
როგორც BBC წერს, ესტონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დაუყოვნებლივ დააწესონ.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკი უარყოფს რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პერსპექტივას, მაგრამ ამბობს, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუ ეს მოხდება.