რუსეთი დგამს ნაბიჯებს საბჭოთა კავშირის აღსადგენად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილებამ, რომლითაც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, აჩვენებს, რომ კრემლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბლოკის აღორძინებისკენ, რომელიც 1991 წელს დაინგრა.
„კრემლმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა კავშირის აღორძინებისკენ. ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ახლობლები. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. წინ რთული გამოწვევები გველის. იქნება დანაკარგი. მოგიწევთ ტკივილის, შიშის და ღალატის გადალახვა, მაგრამ წინ გამარჯვება გველოდება, რადგან ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და სიმართლე ჩვენს უკან დგას“, - განაცხადა მინისტრმა.