„ჰერითიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორის, ლუკ კოფის განცხადებით, ვაშინგტონის მიერ მიღებული სანქციები მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ სრულიად არაადეკვატურია.
მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი და შემუშავდეს ახალი გზები, რომლებიც ეკონომიკურ და მოსკოვზე ფინანსურ წნეხს გაზრდის.
„სიმართლე გითხრათ და მე ამას არ ვამბობ უპატივცემულობის გამოხატვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სანქციების ნუსხა ხუმრობა მეგონა. ვიფიქრე, რომ სოციალურ ქსელში, ვიღაცის მოგონილ სიას ვკითხულობდი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნამდვილად აღმოჩნდა ვაშინგტონის მიერ მიღებული ზომები მოსკოვის ქმედებებზე, რაც სრულიად არაადეკვატურია.
რა ბედი ეწია იმ უმკაცრეს და მტკივნეულ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, რის შესახებაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გვესაუბრებოდა? ჩემი აზრია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გავაუქმოთ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი და ვიფიქროთ იმ ახალ გზებზე, რომლებიც ეკონომიკურ და ფინანსურ წნეხს გაზრდის მოსკოვზე“, - ამბობს ლუკ კოფი „მთავარ არხთან“.