ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებობს რისკები და მოლოდინები, რომ კორონავირუსის ახალი შტამები გამოჩნდება.
როგორც გაბუნია ამბობს, თვალს ადევნებენ მსოფლიოში მიმდინარე ვითარებას და თუკი ახალ შტამთან დაკავშირებით რისკი რეალური იქნება, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
„რა თქმა უნდა, სამომავლოდ კიდევ მოსალოდნელი რისკები არსებობს ახალი შტამების გავრცელებისა, რასა ჩვენ თვალს ვადევნებთ და შესაბამისი რეაგირება გვექნება თუკი ეს რისკები გახდა რეალური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.