დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე გაგზავნა ტანკები და ჯარები უკრაინაში შეჭრის სიგნალით.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევა, რაც გაერთიანებული სამეფოსთვის მიუღებელია.
„ჩვენ ვიღვიძებთ ევროპაში ძალიან ბნელ დღეს. ცხადია, რაც უკვე ვნახეთ და გავარკვიეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევა. ჩვენ ვნახეთ, რომ მან აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებლობა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ამ ორ რეგიონში გაგზავნა ტანკები და სამხედრო ძალები. ვფიქრობ, აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ უკრაინაში შეჭრა დაიწყო“, - განაცხადა მინისტრმა.