ახალქალაქის, კუმურდოსა და კარს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს წინადადება, წინასაარჩევნო შეთავაზებაა:
„ორი აზრი არ არის, ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის... მოსყიდვის არა, ცოტა უფრო კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროგრამა...ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს. ამის შესახებ იყო საუბარი და ეს აზრი არ იყო მისაღები. და როდესაც სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში. სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ“, - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.