ეუთო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება

ეუთო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება

22-02-2022, 11:31 - 2022
549
       

ეუთოს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ მიუღებელია. მათივე თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარება მხოლოდ გაამწვავებს შემდგომ დაძაბულობას.

ეუთო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება.

„ეს ნაბიჯი არის საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. როგორც ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, რუსეთმაც აიღო ვალდებულება პატივი სცეს სხვათა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღიარება მხოლოდ გაამწვავებს შემდგომ დაძაბულობას“, - ნათქვამია ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები