ონლაინსწავლების რეჟიმზე კიდევ 36 202 მოსწავლე გადავა

ონლაინსწავლების რეჟიმზე კიდევ 36 202 მოსწავლე გადავა

28-01-2022, 02:22 - 2022
579
       

კორონავირუსის გამო, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნით განათლების სამინისტროს გუშინ 36 202 მოსწავლის მშობელმა მიმართა.

სამინისტროს განცხადებით, 20-27 იანვრის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 4 031-მა მშობელმა გააუქმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ონლაინსწავლებაზე 23 869 მოსწავლე უკვე გადავიდა. საქართველოში სულ მოსწავლეთა რაოდენობა 624 000-ს შეადგენს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები