ქართველი და უკრაინელი მებრძოლები ბელგოროდის ოლქშიც შევიდნენ

ქართველი და უკრაინელი მებრძოლები ბელგოროდის ოლქშიც შევიდნენ

10-08-2024, 23:33 - 2024
2 930
       

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის ოლქიდან. 


დასახლებული პუნქტის პოროზის კლუბის წინ 252-ე ბატალიონის 5 მებრძოლი საქართველოსა და უკრაინის დროშებით დგას. 

ვიდეოში ქართველი გიორგი ფარცვანია ჩანს. 

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კურსკის ოლქი 76 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. 

კიევი სპეცოპერაციას აგრძელებს, მაგრამ მის დეტალებსა და მიზანზე რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის მეხუთე დღესაც არ საუბრობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები