გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა მოუწოდა, რუსეთს გააუქმოს გადაწყვეტილება ORDLO-ს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და დაუბრუნდეს კონფლიქტის დიპლომატიური გზას.
როგორც ბერბოკი აღნიშნავს, პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ დღევანდელი აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
„გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმაა ყველა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური მოგვარებისკენ“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.