ლიბანში, საპორტო ქალაქ სიდონთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, სამერ ალ-ჰაჯი მოკლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ის ტერორისტული დაჯგუფების უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა და პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა.
გამოცემა სამ წყაროზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ მძიმედ დაიჭრა მისი დაცვა.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
