თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ არ ცნობს

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ არ ცნობს

22-02-2022, 10:29 - 2022
492
       

თურქეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ ცნობს, - აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება მიუღებელია და თურქეთი მას უარყოფს.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები