იაპონია მზად არის, შეუერთდეს აშშ-ისა და დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის განკარგულებას გასცემს.
პრემიერ-მინისტრმა, აფუმიო კიშიდამ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, აღნიშნულის საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მისი თქმით, იაპონია მზად არის, მკაცრი პასუხისთვის, რომელიც შესაძლოა, სანქციებს მოიცავდეს.
ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოსკოვის გადაწყვეტილების საპასუხოდ დღეს ახალი სანქციების გამოცხადებას გეგმავს.